|
2018-05-02 12:15:30, 2138 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ მიიღო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "მაგნიტსკის შესწორება", მესამე მოსმენით დამტკიცდა. აღნიშნული შესწორებები "სანქციებისა და ფულის გათეთრების" შესახებ კანონში შევიდა. კანონი მსოფლიოს მასშტაბით იმ მაღალჩინოსნებზე გავრცელდება, რომელთაც დიდ ბრიტანეთში აქტივები აქვთ. ეს ყველაფერი მიზნად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, კორუფციულ სქემაში ჩართული პირების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ოფიციალურ ლონდონს, დოკუმენტის თანახმად, უფლება ექნება კანონდამრღვევ პოლიტიკოს ქონება ჩამოართვას. ამასთან, კანონი ხსენებული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებასა და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. ცნობისთვის, პირველმა "მაგნიტსკის აქტი" ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 წლის წინ მიიღო. 2017 წელს აქტი კანადამ და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ. შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ფონდ Hermitage Capital Managemen-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი, რომელსაც რუსეთში საგადასახადო მაქინაციებში ედებოდა ბრალი, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, 2012 წელს ამერიკა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. ამიტომ კანონს ბრალდებული სახელი დაერქვა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)