|
2018-05-02 11:16:04, 2173 ნახვა
მსოფლიო
სპეცპროკურორმა დონალდ ტრამპს შესაძლოა სასამართლო უწყება გამოუწეროს
სპეციალური პროკურორი რობერტ მუელერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს იტყვის. BBC-ის ცნობით, მიულერის თქმით, სასამართლო უწყება ტრამპს აიძულებს შეხვდეს გამომძიებლებს. მედიის ცნობით, ტრამპის იურისტებმა მუელერს განუცხადეს, რომ ოფიციალურად პრეზიდენტი ვალდებული არ არის საგანგებო პროკურორის კითხვებს უპასუხოს. მუელერმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ ტრამპი შეიძლება სასამართლოში დაიბარონ და ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა გაფართოვებული შემადგენლობის წინაშე მოუწევს წარდგომა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მუელერმა ტრამპის ადვოკატებს 40-ზე მეტი კითხვისგან შემდგარი სია გადასცა, რომელმაც შეიძლება პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)