|
2018-05-01 16:40:50, 1607 ნახვა
კომენტარი
საგანელიძე: პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ ჩემი გამოცდილება პარტიას წაადგება
„საბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს და პარტიას ეს წაადგება“, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტაბჭოს სდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ (ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც, მოგეხსენებათ 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას. ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფელების წევრები, მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და ამ შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად არ არის ინტერესთა კონფლიქტი“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, დღეს საგანელიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დატოვებას აპირებდა, თუმცა სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის შემადგენლობაში რჩება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)