00:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 10:32:09, 1650 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტზე და მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა.

სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა  სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა დარისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის კონცეფცია, საჯარო განხილვის მიზნით, წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის, მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინებით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროში მაისიდან დაინერგება.

კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის,  ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებაა. მათი დანერგვის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა.

აღნიშნული მექანიზმი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა დაძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით  შეიქმნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics