|
2018-04-30 16:41:57, 2613 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი მინისტრი პაკისტანელი მიგრანტების შვილია. ამიტომ, როგორც ჯავიდმა აღნიშნა, მიგრანტების საკითხი მისთვის ძალიან ახლოა. მედიის ცნობით, 48 წლის საჯიდ ჯავიდი ყოფილი საინვესტიციო ბანკირია და დიდი ხნის განმავლობაში ბიზნესის სფეროში მოღვაწეობდა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი თანამდებობიდან გადადგა. შს მინისტრის გადადგომის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც რადი ბოლო პერიოდის განმავლობაში გაეხვა. კერძოდ, სკანდალის მიზეზი ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ქვეყანაში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურება. თავდაპირველად ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)