|
2018-04-30 12:41:13, 1489 ნახვა
კომენტარი
ვეს მიტჩელი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ
მე მქონდა პატივი, მარტში მესაუბრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, რომელმაც მომიწვია საქართველოში ჩემთვის ხელსაყრელ დროს და მეც ჩამოვედი, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. „ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები და რომლითაც მოხიბლული ვარ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო ამ ღონისძიების გახსნაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს ურთიერთობებს ნატოსთან. ბოლო ორი დღე ბრიუსელში გავატარე სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ერთად, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. შეხვედრების დროს მან ხაზგასმით აღნიშნა ის, რასაც მე დღეს აღვნიშნავ - ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მის გზაზე ნატოსკენ და ევროკავშირისკენ", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)