|
2018-04-29 13:56:34, 2448 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუს დეპუტატებს შეხვდება
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუს დეპუტატებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლ ფაშინიანის პარტიის პრესმდივანი ტიგრან ავინიანი ავრცელებს. მას არ დაუსახელებია იმ დეპუტატების ვინაობა, ვისთანაც მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ასევე დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის მოედანზე დემონსტრაციაზე მივა, საიდანაც 19:00 საათისთვის დაგეგმილ მიტინგზე, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს. შეგახსნებთ, რომ ერევანში დემონსტრაციები მარტის ბოლოდან დაიწყო. ოპოზიცამ და მისმა მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას მიაღწიეს. ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ სომხეთის პრემიერად ოპოზიციის კანდიდატს არ აირჩევენ. პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში პირველ მაისს არის დანიშნული.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)