|
2018-04-29 11:15:35, 1539 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე: დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო პარლამენტში
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ექსესების გარეშე ჩაიარა. „ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო ჩვენი ქვეყნის პარლამენტში. დიდი მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს ვინც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. შვიდ გარემოში ჩაიარა წინა საარჩევნო პერიოდმა და არჩევნებმაც. არანაირ ექსეს ადგილი არ ჰქონია.“-აცხადებს გივი ჭიჭინაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა. მათივე ცნობით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)