|
2018-04-28 18:51:56, 2323 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია
„თითქმის ყველა მეწარმეს შევხვდი, ვინც აქ არის წარმოდგენილი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები. ამ ადამინებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ეწყობა და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. „მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარები არიან. მარკეტის გამართვის ამოცანა, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. წელს ძალიან კარგი ადგილი გვაქვს შერჩეული, რომელიც ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 436 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით უკვე შეიქმნა 13,000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)