|
2018-04-28 13:26:42, 2450 ნახვა
მსოფლიო
Anadolu - აზერბაიჯანმა თურქეთს გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი გადასცა
აზერბაიჯანმა თურქეთს ძებნაში მყოფი პირი გადასცა, რომელიც მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერია, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში თურქეთის მოქალაქე მ.ჯ. აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ის დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოგვიანებით მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ცნობით, აღნიშნულ საქმეში ინტერპოლიც იყო ჩართული. ინტერპოლის თანამშრომლებმა ბრალდებული ათათურქის სახელობის აეროპორტში მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადასცეს. ის ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაიკითხა, რის შემდეგაც ციხეში გადაიყვანეს. ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ამერიკისგან მქადაგებლის ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი გიულენის გადაცემაზე უარს ამბობს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)