|
2015-05-23 11:20:57, 1372 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები გაიმართა. ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომაზე გენერალმა შეხვედრის მონაწილეებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო. ბრიუსელში ვიზიტისას გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. იგი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს, ასევე, ორმხრივ ფორმატში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)