03:02 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 12:32:49, 1927 ნახვა

კომენტარი
გივი ჭიჭინაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათებისა და განცხადებების გარეშე

„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათების გარეშე“, - ამის შესახებ ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„მშვიდად და წყნარად მიდის, ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გეგმები რაც გვქონდა, იმ გეგმების განხორციელებას გავაგრძელებთ. მესამე წელია, ვმუშაობ აქ, გუბერნატორი გავხდი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics