|
2018-04-27 21:05:57, 2671 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ივლისის სამიტზე საქართველოს პროგრესი დაფასდება
ალიანსი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს უჭერს- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე კონტრიბუტორია ავღანეთში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ივლისის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ხაზგასმული იქნება.ფორმა, თუ როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით, დეტალურად გაწერილი არ არის. საქართველომ უნდა გააგრძელოს წარმატებული რეფორმები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, გააგრძელოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი საქართველოს წინსვლაში დაეხმარება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება არის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა. „ ნატო-ს გაფართოება იყო ისტორიული წარმატება. გაფართოებამ გაზარდა უსაფრთხოება, თანამშრომლობა და ხელი შეუწყო ევროატლანტიკური რეგიონის კეთილდღეობას.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)