00:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 15:40:19, 1738 ნახვა

სამართალი
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ბილაინი“ 270 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა. 

„კერძოდ, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა. პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე მოხდა კომპანიის დაჯარიმება, გამეორებითი დარღვევის გამო კი კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics