00:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 14:16:04, 1890 ნახვა

სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თურქეთში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას მკვლელობის საქმეზე საქართველოს შინაგა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით,  დანიშნულია  ექსპერტიზა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ მოკლულის ახლობელმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.  მისივე ცნობით, ჯანჯარია ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. იგი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.  მოკლული ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცხოვრობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics