|
2018-04-27 13:43:31, 2312 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში წყალდიდობას 10 მოზარდი ემსხვერპლა
ისრაელის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას 10 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 წევრიანი ჯგუფიდან, მაშველებმა 15 მათგანის გადარჩენას შეძლეს. „თხუთმეტი პირი მაშველებმა გადაარჩინეს. ზოგიერთმა თავისი ძალებით შეძლო ძლიერი ნაკადიდან გამოსვლა“, - ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში. გადარჩენილები ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში პირველად დახმარებას გადიან. ჯგუფი არმიისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, მკვდარი ზღვის სიახლოვეს ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)