|
2018-04-26 15:13:46, 1705 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ პარტიაში ღრმა კრიზისია
„პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის დაბრუნება ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში ღრმა კრიზისია შექმნილი. „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში. კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე - ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)