|
2018-04-26 10:43:00, 2488 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციური გაზეთის 15 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს
სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს მურატ საბუნჯუს პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაზეთის მთავარ რედაქტორს 7,5 წელი მიუსაჯეს, აღმასრულებელ დირექტორს 8 წელი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 2,5-დან 7,5 წლამდე პატიმრობა. ამასთან, სასამართლომ 2 თანამაშრომელი გაამართლა. ჟურნალისტები აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში თურქეთის ხელისუფლებამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერები გასცა. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)