02:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:41:51, 1555 ნახვა

კომენტარი
გვარამია: ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა პატარკაციშვილის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარიამია ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ეხმაურება.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება თავიდან აარიდა და მისი სიცოცხლის ფასად უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა.

„ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი - ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს. ესაა ჩემი კომენტარი“, - წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მისცა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოდ-ის ყოფილ უფროსს, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტს ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics