|
2018-04-25 12:33:04, 2277 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ტერორისტების ინტერესებს ემსახურება
გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ტერორისტებისა და ექსტრემისტების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა. მიმართვის ტექსტი შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევნამ წაუკითხა. „დღეს გლობალურ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მწვავე საკითხია. საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი სულ უფრო და უფრო ხშირად ცდილობს უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები და სამხედრო ძალას იყენებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე როგორც საერთაშორისო დავების გადაჭრის მთავარ ინსტრუმენტზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკურ და სოციალურ არასტაბილურობას იწვევს. „რუსეთი მზად არის უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)