|
2018-04-24 09:42:43, 2104 ნახვა
მსოფლიო
„დროა ახალი ისტორია დავწეროთ“,- სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. “რია ნოვოსტის“ ცნობით, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“. „ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. ხალხმა უკეთესი მომავლის რწმენა დაკარგა. სოცილურად მძიმე მდგომარეობამ და მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ მიიყვანა ხალხი ამ დგომარეობამდე. ეს არის ისტორიული მომენტი სომხეთისთვის. დროა ახალი ისტორია დავწეროთ“,- განაცხადა სომხეტის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა. ასევე, მედიის ცნობით, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს ქვეყანა არ დაუტოვებია. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)