|
2018-04-23 15:36:03, 2545 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დღეს კიდევ 33 პირი დააკავეს (ვიდეო)
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დღეს კიდევ 33 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არაგაცოტნის რაიონში მომიტინგეებმა 5 სამართალდამცველი სცემეს. მედიის ცნობით, აქცია ერევანში დღეს დილიდან განახლდა. მსვლელობას ერთდროულად დემონსტრანტების რამდენიმე ჯგუფი მართავს. ერთ-ერთი აქცია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტებმა დაიწყეს. ამასთან, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ცენტრალური მოედნისკენ მიემართებიან. აქციას ასევე სამართალდამცველები და სამხედროებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გუშინ, სომხეთის ოპოზიციის ლიდერის პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)