22:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 11:41:36, 1809 ნახვა

სამართალი
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს „იბოლია“ და სს „ინსტიტუტი იგჰ“ დააჯარიმა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს “იბოლია“ და სს „ინსტიტუტი იგჰ“ დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმციას საავტომობილო გზების დეპატრამენტი ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება.
 
„2018 წლის 19 აპრილს, ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი  გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო.   

შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება. 

დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ - 45 384.57 ლარით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  კონტრაქტორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დროულად მოახდინონ დეპარტამენტის ინფორმირება ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“,- ნათქვამია  გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics