|
2018-04-23 11:25:01, 2012 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 277 პირი დააკავეს
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 277 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება მაშინ დაიწყეს, როდესაც ისინი ერევნის ქუჩებს კეტავდნენ. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა სარგსიანმა ოპოზიციონერთან საუბრის გაგრძელება არ ისურვა და შეხვედრა დატოვა. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)