|
2015-05-22 14:24:58, 895 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ 11,9 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა
2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, „ვითიბი ბანკმა“ 11,9 მილიონი ლარის აგრო კრედიტი გასცა. აქედან შეღავათიანი აგრო პროგრამის ფარგლებში 7,6 მილიონი ლარის სესხია გაცემული. ბანკის ინფორმაციით, შეღავათიანი აგრო სესხები ძირითადად მეორე და მესამე კომპონენტების ფარგლებშია გაცემული, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი საწარმოების შექმნის და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. პირველ კვარტალში „ვითიბი ბანკის“ აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა. „ჩვენ ძალიან წარმატებულად ვაფასებთ, ბანკის მონაწილეობას აგროკრედიტის პროექტში. 2013 წლიდან „ვითიბი ბანკმა“ ათეულობით საწარმო დააფინანსა. სესხები ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გაიცემა. ვთვლით, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის განხორციელება დადებითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია აგრო სექტორისთვის“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ. ცნობისთვის, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა, „ვითიბი ბანკი“ პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს. დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები და სხვა.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)