|
2018-04-20 18:37:08, 2414 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებების დროს 83 ადამიანი დაშავდა
ღაზას სექტორში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად 83 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, 40 დაშავებულისა და 2 გარდაცვლილის შესახებ. პალესტინელების თქმით, ისრაელის არმია მათ წინააღმდეგ ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)