|
2018-04-20 18:33:48, 2263 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება. "ამ ეტაპზე განყოფილებაში 233 ადამიანია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ის მომიტინგეები დააკავეს, ვინც ქუჩების ბლოკირებას ახდენდა", - განაცხადა ჯანოიანმა. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის პოლიცია ევაკუატორებს იყენებს. ქუჩებიდან ის ავტომობილებიც გაყავთ, რომლებშიც მძღოლები და მგზავრები იმყოფებიან. მანამდე ვრჩელდებოდა ცნობა, 166 დაკავებულის შესახებ. ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ამასთან, დილიდან ფაშანიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)