|
2018-04-20 13:35:11, 1628 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: აკილას ძალიან კარგი პერსონაჟია - თუ ვინმე შემადარებს არ მეწყინება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მისი თანაგუნდელების დავით ჭიჭინაძისა და გია ვოლსკის შესაძლო კონფლიქტზე საუბრობს. ფოფხაძის შეფასებით, როცა ჭიჭინაძემ გია ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟს შეადარა, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. „ხუმრობაა - გია არის ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო და საყვარელი ადამიანი. ამ ხუმრობაში მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ. აკილა არის ძალიან კარგი პერსონაჟი და ვინმე თუ შემადარებს არ მეწყინება", - განაცხადა ფოფხაძემ. დეპუტატმა ასევე უმრავლესობის შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრი ერთმანეთს დროულად უნდა შეხვდნენ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თანაგუნდელი გია ვოლსკი გააკრიტიკა. ჭიჭინაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არაკორექტულობაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, ვოლსკიმ მისი და ზარდიაშვილის დაპირისპირება ზოგადი კომენტარით შეაფასა. "კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)