|
2018-04-19 15:00:02, 2050 ნახვა
მსოფლიო
სარგსიანი: როცა ხალხი კარგად ცხოვრებას იწყებს, უფრო და უფრო მეტი უნდა
სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის განცხადებით, ქვეყანაში ხშირმა მიტინგებმა შესაძლოა, ეკონომიკა შეაფერხოს, - ამის შესახებ სარგსიანმა Shant News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში მხოლოდ ერთი მშვიდი წელი იყო, როცა არ დაფიქსირებულა არც გარე და არც შიდა არასტაბილურობა. "ადამიანის უფლებები და თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი. ეს ძირითადი უფლებები, თუ ლოგიკურ ჩარჩოებში ვითარდება, არანაირ გავლენას არ მოახდენენ ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგრამ როცა ეს უფლებები არაპროპორციული ხდება და ერევანი საცობებად გადაიქცევა, როგორ გგონიათ შეიძლება ამას დადებითი ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკისთვის? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დააპირეთ პარიზში წასვლა, მაგრამ იქ მიტინგებია, არ მუშაობს ტრანპოსრტი, თქვენ რა თქმა უნდა გადაიფიქრებთ ასეთ ადგილას წასვლას, თქვენ არ მოგინდებათ წასვლა იქ, სადაც არასტაბილური ვითარებაა. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. ალბათ, 2017 იყო ერთადერთი წელი, როცა ქუჩებში მიტინგები არ ყოფილა. ტურისტებს ერევანში ჩამოსვლა შეეძლოთ, ინვესტორებს კი ინვესტიციის განხორციელება. ეს იყო ერთადერთი წელი და ამ წელს 7,5% -იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ. სულ რამდენიმე წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ზრდა ხახლმა იგრძნოს. უკმაყოფილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, რადგან როცა ხალხი კარგად ცხოვრებას იწყებს, უფრო და უფრო მეტი უნდა და მათი მოთხოვნები იზრდება. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ისეთ დონეს, რომ ხალხმა საკუთარი სურვილების ნახევარი მაინც აისრულოს", - განაცხადა სარგსიანმა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)