|
2018-04-19 12:10:00, 1475 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: აზიის განვითარების ბანკი აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქცენტს გააკეთებს კერძო სექტორის, მწვანე ეკონომიკის და ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტი შედგა გუშინ. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი და მინდა, აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე. ამ შემთხვევაში, რეგიონში იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის სხვა რეგიონები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის, თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე, ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერო-ს მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა. მან აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)