|
2018-04-18 20:42:35, 1678 ნახვა
კომენტარი
„ეს არის არაფრისგან სპილოს შექმნა“ - დავით მათიკაშვილი ირაკლი აბუსერიძესთან დაპირისპირებას უარყოფს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი უარყოფს, რომ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აბუსერიძესთან კამათი სპორტის განხილვის დროს მოუვიდა. მან მედიას უსაყვედურა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა დაპირისპირების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს. "არანაირი დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ვნახე მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციას, თითქოს არსებობს ჩხუბის კადრები, ეს სიმართლე არაა. ჯერ უნდა გაერკვიოთ რეალურად რა მოხდა. იყო კამათი, ჩვენ ქართველებს ხმამაღალი საუბარი გვჩვევია. სპორტზე იყო საუბარი, იყო სხვადასხვა თემებზე საუბარი, მაგრამ პოლიტიკაზე ერთმნიშვნელოვნად არ იყო საუბარი. კონკრეტულ შემთხვევაში რაგბზე იყო საუბარი. საუბარს მოჰყვა ხმამაღალი საუბარი, რაზეც ჟურნალისტები ამოცვივდნენ"- განაცხადა მათიკაშვილმა. კითხვაზე - რატომ მოუწიათ მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზში შეყვანა, მათიკაშვილმა ასე უპასუხა: "არავის გამოვუყვანივარ. ჩემს უკან ვინ მოდიოდა არ ვიცი, უბრალოდ ჩემით გავედი. თქვენ არასწორ შეფასებას აძლევთ ამბავს. ეს არის არაფრისგან სპილოს შექმნა", - დასძინა დეპუტატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)