|
2018-04-18 15:44:27, 1568 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდნენ და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულონ
„პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, გაიაზროს საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის ბრალდებებს. ბაქრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდა, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს. ,,ჩვენი ამოცანა არასდროს არ ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუტთან ბრძოლა და უფრო მეტიც, მთელი ამ წლების მანძილზე „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იცავდა პრეზიდენტს და მომავალშიც დაიცავს „ქართული ოცნების“ უსამართლო შეტევებისგან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს მით უმეტეს, პრეზიდენტს გააჩნია მისი პასუხისმგებლობა და როდესაც ხდება ასეთი შემზარავი დანაშაული უნდა გაიაზრო პასუხისმგებლობა და უნდა აიღო შენს თავზე ტვირთი, რასაც ჰქვია საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა ეს არის არასერიოზული. მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკეთესი იქნება დაკავდნენ საკუთარი საქმით, სამომავლოდ უკეთ შეასრულონ ის ფუნქციები, რომლის შედეგიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ზრდადი კრიმინალისგან, რაშიც სხვათა შორის, თავიდან ბოლომდე ბრალი მიუძღვის "ქართულ ოცნებას" და მათ პოლიტიკას დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)