|
2018-04-18 10:43:13, 1437 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას, 112-ში ჩუმი შეტყობინება გააგზავნოს
შინაგა საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას, დროის მოკლე მონაკვეთში 112-ში ჩუმი შეტყობინება გააგზავნოს. აღნიშნულთან დაკავაშირებით მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. „ოჯახში ძალადობის მიმართულებით, გარკვეული რეკომენდაციები სახალხო დამცველმაც მოგვცა და ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის სისტემატიზაციას და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას თუ რა გავაკეთეთ აქამდე, რამდენიმე თვის წინ 112-ში შეიქმნა და უკვე დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გააგზავნონ ჩუმი შეტყობინება, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, იქ სადაც მსხვერპლებს არ აქვთ ტელეფონის აღების და 112-ში დარეკვის შესაძლებლობა, იმ მიზეზით, რომ ახლომახლო იმყოფება მოძალადე. ეს აპლიკაცია მსხვერპლს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულდ დაუკავშირდეს პოლიციას, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და რაც მთავარია ეს ყველაფერი გააკეთოს მოძალადისგან ფარულად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)