|
2018-04-16 17:00:30, 2207 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების ცოცხალი ჯაჭვის კედლის გარღვევას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ აღნიშნულის საშუალებას არ აძლევს. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მხოლოდ დეპუტატებს შეუშვებს. მოვლენები მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ვითარდება, სადაც პარლამენტის შენობაა განთავსებული. საპროტესტო აქციების მიუხედავად, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს. სომხეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)