|
2018-04-16 15:46:08, 1803 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - თუ უდო-მ იცოდა, რომ ვეფხია ბაქრაძე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს ეს ინფორმაცია კომისიას
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიას ვერ ექნებოდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდო-ს კომისიამ შეწყალებაზე უარი 6 ჯერ უთხრა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მაშინ, როდესაც ე.წ. უდო-ს კომისიამ ბაქრაძეს შეწყალებაზე რამდენჯერმე უარი უთხრა, პრეზიდენტს ბრალდებულისთვის სასჯელი უკვე განახევრებული ჰქონდა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, თუ ბრალდებული ე.წ. უდო-ს მიერ უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ მიაწოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დადებითი დახასიათება. „ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია უდო-დან, რადგან ეს უარები ნათქვამია იქნა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. მეორე მომენტი არის ის, რომ აქ არ არის საუბარი მოწესრიგებულ დოკუმენტაციაზე, აქ არის საუბარი დასკვნაზე, რომელშიც თქვენ ნახავთ, რომ საუბარი უარყოფით დახასიათებაზე კი არ არის, არამედ უაღრესად დადებით დახასიათებაზე. თუ უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, ეს ინფორმაცია რატომ არ გვქონდა ჩვენ. ანუ, რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და უდო-ს დადებითი. ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყარობეს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ. ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას, ადმისტრაციის დასკვნას. თუ ამ პიროვნების თაოაბზე, რომ ის უარყოფითად ხასიათდებოდა, იცოდა უდო-მ, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)