|
2018-04-16 11:59:06, 1529 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას
ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური მიზნების მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ სსფ-ის პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს. „მსურს აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომელიც დავისახეთ სსფ-სთან პროგრამის ფარგლებში. პირველი ესაა მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე-კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამ მიზნებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკულზიური ზრდა, ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რაც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)