|
2018-04-16 11:02:47, 2094 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომიტინგეებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს (LIVE)
ერევანში მომიტინგეებმა პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ავტომობილების მძღოლებს ბოდიში მოუხადა და განუმარტა, რომ ეს პოლიტიკური აქციაა. „ბოდიშს ვუხდით ყველა მოქალაქეს, ვისაც უხერხულობა შეექმნა, თუმცა ამ მცირე უხერხულობით ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ უფრო დიდ უხერხულობას, რომელსაც სერჟ სარგსიანი და რესპუბლიკური პარტია ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა. ერევანში აქცია გუშინ დაიწყო, აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წარდგენა გააპროტესტეს. მათი თქმით, სარგსიანი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)