|
2018-04-16 10:47:53, 1210 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. ასევე,განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება. „გამოტანილ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოში არ არის განსაზღვრული სათხილამურო სპორტში სიჩქარის დაშვებული ლიმიტი, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზღვარი, თუ რა სიჩქარე ჩაითვლებოდა წინდახედულობის ნორმის გათვალისწინებად, რომლის დაცვის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა გ.ლ-ის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევა“. მოსამართლის სჯელობიდან ცალსახად იკვეთება, რომ იგი ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც რაიმე დეტალურად არ არის კანონში გაწერელი. მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და საკუთარი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას. განაჩენიდან იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ საქმეზე ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეჯახებამდე და უშუალოდ შეჯახების პროცესში, რა ტრაექტორიით მოძრაობდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაქეტორიით ბრალდებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებეს. მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ, რომ ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად პირდაპირი დაშვებით, ხოლო სალომე ტატიშვილი აკეთებდა მოხვევის მანევრს."- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი გიორგი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა. ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)