03:36 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:22:20, 1807 ნახვა

ეკონომიკა
დავით ფერაძე: ჩინეთის მხარემ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბლოკ-მატარებლებისთვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესწავლის მზადყოფნა გამოხატა

„სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, საქართველოზე გამავალი ე.წ. 'შუა დერეფნის" პოპულარიზება იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპინის შეხვედრისა, რომელიც 13 აპრილს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „შუა კორიდორის" უპირატესობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შესთავაზა თანამშრომლობა შუა კორიდორის შესახებ „როუდშოუების" და  სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობების ორგანიზების თაობაზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა სტრატეგიულ ქალაქებში უნდა მოეწყოს.

ამავე დროს, ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბლოკ-მატარებლებისთვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.

„ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ინტერესი გამოხატა ქართული მხარის მიერ დაყენებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს „სარტყელის და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics