19:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:01:43, 1745 ნახვა

ეკონომიკა
კიკნაველიძე: სტარტაპის სასესხო კრედიტით დაფინანსება პრობლემურია, თუმცა ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე მედიაში გავრცელებულ ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საბანკო სისტემა არ უწყობს ხელს  ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და ის მუხრუჭის როლს ასრულებს“.

კიკნაველიძის შეფასებით, მამუკა ბახტაძის ეს განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამას უკავშირდებოდა. იგი  ეთანხმება ფინანსთა მინისტრს, რომ  სტარტაპების სასესხო კრედიტით დაფინანსება მართლაც პრობლემურია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ საქართველოს ბანკი  ძალიან აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.

კიკნაველიძის განმარტებით, საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს:

„ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან დაკავშირებით. ბანკებისთვის  სტარტაპების დაფინანსება, რისკებიდან გამომდინარე,  მართლაც პრობლემურია.მიუხედავად ამისა, ჩვენ არა მარტო სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ წელს და ვფიქრობ, საქართველოს ბანკი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებაში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.დღეს ეს პორთველი სადღაც 580 მილიონ ლარს შეადგენს.

სტარტაპ ბიზნესის დაფინასნება სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს სირთულეები არა მარტო საქართველოში, დასავლეთშიც, განვითარებულ ქვეყნებშიცაა. ანუ, სტარტაპის დაფინანსება სასესხო კრედიტით ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე დასავლეთშიც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბანკები ძალიან აქტიურად ცდილობენ, ამ სეგმენტშიც მიიღონ მონაწილეონა.ჩვენ  აქტიურად ვუწყობთ ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობის ინიციატივებთან.ეს ინიციატივაც,  რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყობს სტარტაპების  განვითარებას“,-აღნიშნა კახა კიკნაველიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics