12:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 17:38:09, 2084 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს

გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, კანცლერის თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

„გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მომენტისთვის აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დარტყმების შესახებ“, - განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics