18:13 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:49:45, 993 ნახვა

რეგიონი
ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია

ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები  დასრულების ეტაპზეა. ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა, ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პირადად გაეცნო აღნიშნულ გზებზე არსებულ მდგომარეობას. კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების სრული გაწმენდითი სამუშაოები ტარდება და ხდება საავტომობილო მოძრაობის  აღდგენა. როგორც ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საგაზაფხულო სამუშაოები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ მოსახლეობის გადაადგილებას, მეორე მხრივ  კურორტზე სამშენებლო სამუშაოების განახლებასა და ახალი პროექტების დაწყებას.

 ზურაბ პატარაძესთან ერთად კურორტზე იმყოფებოდნენ მაღალმთიანი აჭარიდან მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე,  ხულოს მერი გოჩა მელაძე, კურორტ „გოდერძი რიზორტის" დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი.

 ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე დაიწყება კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის მოწესრიგებისა და ახალი საფარის დაგების სამუშაოები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics