|
2018-04-12 14:39:23, 1652 ნახვა
კომენტარი
სუბარი: ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ბოლშევიკური პარტიის შემდეგ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობაა“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ეხმაურება. „ევროპული საქართველო“ აპირებს, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს წარუდგინოს საკანომდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას აღკვეთს. სუბარი ზოგადად, მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან, თუ ფონდებთან დაკავშირებით სმკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ეთანხმება, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ბოლშევიკური პარტიის შემდეგ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფებია: “მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან, თუ ფონდებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ვეთანხმები. თუმცა თუ ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, რომელმაც მისცა რუსეთს საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)