|
2018-04-12 13:45:49, 1604 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: მმართველ გუნდში არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, გედი ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. „დღესაც მოხარული ვიქნები, თუ ის გადაიფიქრებს, ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი სურვილია გუნდში“, -აღნიშნა სუბარმა და აქვე დასძინა, რომ „რომც არ გადაიფიქროს, ის მაინც დარჩება მათ თანამებრძოლად და მეგობრად“. ამასთან, სოზარ სუბარი არ იზიარებს განცხადებებს, რომ უმრავლესობა დაყოფილია „ახლებად და ძველებად“. მინისტრის მტკიცებით, მმართველ გუნდში არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს: „ახლები და ძველები მე ვიცი ილია ჭავჭავაძის ბანაკი და გრიგოლ ორბელიანის ბანაკი, ანუ ძველები და ახლები - თერგდალეულები და თერგდაულევლები, მაგრამ სხვა ახლები და ძველები არ ვიცი. არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს. მგონია, რომ რაღაც ტიპის განცხადებები იყო ზედმეტად ემოციური და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი, მათ შორის, როდესაც საუბარი იყო იმპიჩმენტზე, როდესაც საუბარი იყო გედი ფოფხაძესთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და თამებრძოლი 2011 წლიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)