10:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 18:10:20, 1661 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ტრამპზე: ჩემი გმირი რონალდ რეიგანიც კი არ იყო ასეთი მკაცრი საბჭოთა კავშირთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სირიაზე ავიადარტყმასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, ტრამპი არასდროს იქნება პრორუსული პოლიტიკოსი.

"ჩემი პროგნოზი ისევ გამართლდა. მე ვამბობდი, რომ ტრამპი არასდროს იქნება პრორუსი. ჩემი გმირი რონალდ რეიგანიც კი, არ იყო ასეთი საბჭოთა კავშირთან", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics