03:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:06:21, 1610 ნახვა

საზოგადოება
Freedom House: „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს კვლავ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს

ხელისუფლების დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მორიგ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანას კვლავ 5 ქულა აქვს მინიჭებული.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ არაფორმალურ მმართველად რჩება.

"არაფორმალური მმართველობის კუთხით, საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს, 2013 წელს პრემიერ-მინისრტობიდან გადადგომის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. ივანიშვილი აგრძელებს "კონსულტანტის" როლის შესრულებას. გარდა ამისა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის კრიტიკის საგნად იქცა, მას შემდეგ რაც სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა. "ქართული ოცნება" აიგნორებდა ოპოზიციური პარტიების აზრს, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს. რამდენიმე კონსულტაცია მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის წარუმატებლობით დასრულდა. განსაკუთრებული მოვლენა 2017 წელს ახალი კონსტიტუციის მიღება იყო. ამ შემთხვევაშიც "ქართულმა ოცნებამ" და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. არაფორმალური მმართველობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ისევ ხელს უშლის“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარი "ქორწინების შესახებ" კანონის მიღებასაც შეეხო.

"კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა. ეს ლგბტ თემის კიდევ უფრო გარიყვას ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებამ კონსერვატიული მოსახლეობის კმაყოფილება და მოწონება დაიმსახურა", - ნათქვამია ანგარიშში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics