|
2018-04-10 16:14:10, 1776 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
არაბთა გაერთიანებული საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების ჯგუფთან „EMAAR Properties". აღნიშნული გაერთიანება წარმოადგენს 6 სეგმენტში მომუშავე 60 კომპანიას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში საქმიანობენ. ამ ჯგუფის პროექტია ყველაზე მაღალი შენობა „ბურჯ ხალიფა," რომელიც ქალაქ დუბაიში მდებარეობს. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „EMAAR Properties"-ის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმზიდველობაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია - 2017 წელს საქართველომ 23 პროცენტით მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო შემოსავალმა 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა. არაბული კომპანიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს საკურორტო ზონებში უძრავი ქონების პროექტებმა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებმა, ასევე მთავრობის მხრიდან რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმებმა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „EMAAR Properties"-ის სტენდი დაათვალიერა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)