03:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 13:05:31, 2344 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებს პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება TP.ge-ზე შეეძლებათ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის ინფორმაციით, დედაქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდებიან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარალელურად საინფორმაციო აბრების შეცვლა მიმდინარეობს, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი. მანვე დასძინა, რომ აბრებზე ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge იქნება მითითებული. მოქალაქეები აღნიშნულ ვებ-გვერდზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას და ჯარიმის გადახდას შეძლებენ.

რაც შეეხება ჯარიმებს, კობახიძის განცხადებით, ჯარიმების რაოდენობა არ გაიზრდება.

"დილიდან გასულია ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით იქნებიან აღჭურვილი და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, მთლიანად აღჭურვილი არის კომპანიის ყველა შესაბამისი თანამშრომლები. პირველ ეტაპზე ვიქირავეთ ევაკუატორები. ტენდერია გამოცხადებული და 2-3 თვის ვადაში შევიძენთ ევაკუატორებს. პირველ ეტაპზე 10 ევაკუატორით მოხდება ქალაქის მომსახურება", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics