|
2018-04-10 12:11:37, 2143 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკი ჰეილი სირიაში ქიმმიური იარაღის გამოყენებას ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჰეილიმ აღნიშნა, რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი. მისივე თქმით, ამერიკა მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. "გაერო-ს უშიშროების საბჭო ან შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ყვეაფერზე, ან დაანახებს მსოფლიოს რომ აბსოლუტურად არ შესწევს უნარი სირიელი ხალხი დაიცვას. ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. ეწვქვეშ არ ვაყენებ სირიაში მომხდარ ფაქტს. მისი ორგანიზატორი უბრალოდ მონსტრია. ამერიკა მზად არის, ამ მონსტრმა, რომელმაც სირიელი ბავშვების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, პასუხი აგებინოს. რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი, ხოლო ირანი დანარჩენ ბინძურ საქმეს აკეთებს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. ცნობისთვის, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)