11:52 - 19 Aug, 2026
|
2018-04-10 11:46:22, 2359 ნახვა
მსოფლიო
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს
ყოფილი ჯაშუშის შვილი იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. 33 წლის ქალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ცნობისთვის, მანამდე რუსულმა მედიამ იულია სკრიპალის და მისი ბიძაშვილის სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა. აღნიშნული საუბრის დროს სკრიპალმა განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)